ფლევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს 
18-11-2024

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს მრავალფეროვანი, ბავშვების ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო და ამაღლებული განწყობით დაიწყეს ანბანის სწავლა პირველკლასელებმა.

პედაგოგმა, ნონა ტეფნაძემ პირველ კლასში „ანბანის შებრძანება“ დღესასწაულად აქცია. 

მან ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„ჩემი მერცხალა გოგო-ბიჭები, გონიერები, სწრაფები, მხიარულები... არადა, უნდა გამოგიტყდეთ, თქვენთან პირველი შეხვედრისას ერთი ფრაზა გამახსენდა ქართული ფილმიდან - „ესენი როდის დაიზრდებიან - მეთქი?!“ მომწონს და მიხარია თქვენთან მუშაობა გილოცავთ „ანბანეთში“ შებრძანებას, ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა, მიყვარხართ!“,  - აღნიშნავს პედაგოგი ნონა ტეფნაძე.

აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სკოლის დირექტორი ვახტანგ ხაჩიძე ესწრებოდა. მან ბავშვებს ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203