„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა, აღვზარდო თაობა, რომელსაც ლიტერატურა ეყვარება“- მანანა ბოლქვაძე, მუხროვანის საჯარო სკოლის პედაგოგი 
18-11-2024

მანან ბოლქვაძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის პროფესიასა და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებელია, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია აღზარდოს თაობა, რომელსაც ლიტერატურა ეყვარება - ამ შემართებითა და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და განათლების სადარაჯოზე დიადი მიზნებით დგას.

იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ მანან ბოლქვაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- უსაფრთხო გარემოს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობებსა და სწავლებას, რომელიც ითვალიწინებს მოზარდის შესაძლებლობებსა და ინტერესებს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა და ურთიერთპატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- გულწრფელები და მოსიყვარულები არიან.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მაღალ პასუხისმგებლობასა და გუნდურობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- აღვზარდო თაობა, რომელსაც ლიტერატურა ეყვარება.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ეგზიუპერის „პატარა პრინცი“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო ზეიმი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203