„საქმისა და ბავშვების სიყვარული ჩემი მთავარი მოტივაციის წყაროა“ - ნია ჭაჭაშვილი, მუხროვანის საჯარო სკოლის პედაგოგი  
18-11-2024

ნია ჭაჭაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის მოტივირებული პედაგოგია. პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული ერთგულად ემსახურება განათლებული და წიგნიერი თაობების აღზრდის საქმეს და თავისი წვლილი შეაქვს ტოლერანტი და ემპათიური საზოგადოების ფორმირებაში.

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ნია ჭაჭაშვილთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ, გუნდურ თანამშრომლობას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი არიან მეგობრულები ტოლერანტი და ემპათიური ბავშვები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთ გუნდად ყოფნას, ახალი იდეების და გამოცდილების გაზიარებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი საქმის და ბავშვების სიყვარული.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელწინდა“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც გარდა საზეიმო განწყობის შექმნისა, საწავლის მოტივაციას მიმაღლებდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203