ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღინიშნა.
სკოლაში „იაკობის კვირეული“ ჩატარდა. მის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები და წარადგინეს იაკობ გოგებაშვილის პატარ-პატარა მოთხრობები ილუსტრირებულად.
მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაითავისეს, რომ თითოეულ მოთხრობაში დიდი სიბრძნეა დამალული.
„მადლობა დიდო იაკობ, ერის მასწავლებელო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: