თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა შოთა რუსთაველის 850 წლისთავისთვის მიძღვნილი საიუბილეო თემატური კონფერენცია - “ვეფხისტყაოსანმა გაგვაერთიანა“.
ამ კონფერენციაზე ასპინძის სკოლის Xაკლასის მოსწავლეებმა მარიამ მელიქიძემ, გიორგი სოფრომაძემ და ვასილ იველაშვილმა წარმოადგინეს თემა „შოთაობა'' - სახალხო დღესასწაული ( პედაგოგი - თინათინ წითლანაძე-ნემსაძე).
კონფერენციაზე ასპინძელი მოსწავლეების წარმოდგენილმა თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
მათ ვრცლად ისაუბრეს „შოთაობის“ სახალხო დღესასწაულის ისტორიასა და მისი ყოველწლიურად გამართვის მნიშვნელობაზე. თემასთან ერთად წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია “რა როლი აქვს რუსთაველს მესხი კაცის ცხოვრებაში“, რომელიც მიმდინარეობდა მესხური მრავალჟამიერის ფონზე.
მოსწავლეებისათვის ძალიან ამაღელვენებლი აღმოჩნდა შეხვედრა მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილთან.
მონაწილეები ფონდმა „იავნანამ“ დააჯილდოვა სპეციალური დიპლომებით და „ვეფხისტყაოსანის“ საიუბილეო გამოცემით.