ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო დღეებს სინტერესო აქტივობებით ეხმიანებიან და გლობალურ კამპანიებში ერთვებიან.
ამჯერად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, III ა,ბ,გ კლასების (ხელმძღვანელები: მ. ჩიქობავა, მ. ივანიძე, მ. ყვავაძე) მოსწავლეებმა თანატოლებს ვიდეომიმართვა გაუგზავნეს.
მოსწავლეების მთავარი მიზანი, ცნობიერების ამაღლება იყო, მესიჯიკი - ტოლერანტობას შეუძლია დაუპირისპირდეს ძალადობასა და აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას.
„ვიყოთ ტოლერანტები! გავხადოთ დედამიწა უკეთესი ადგილი!“, - ამ დევიზით მოსწავლეებმა ეს დღე აღნიშნეს, გაიაზრეს ტოლერანტობის არსი და მისი აუცილებლობა.
იხილეთ ვიდეო: