ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლაში, მეცნიერების დღესთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში, სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია დაიგეგმა და ჩატარდა.
მოსწავლეებმა განიხილეს მეცნიერული აღმოჩენები, ინოვაციური ტექნოლოგიები, ისაუბრეს მათ როლზე და მნიშვნელობაზე ყოფა-ცხოვრებაში და ყურადღება გაამახვილეს გარემოს სისუფთავეზე.
ისინი გაეცნენ მანძილისმზომ სენსორს, ულტრასონიკს. აღწერეს ღამის განათების ნათურების მოწმედების პრინციპი, ელექტრული კომპონენტების - დიოდისა და ფოტორეზისტორის გამოყენებით.
ნინო დოლიძემ პრეზენტაცია - „მეცნიერული აღმოჩენები", მე-7, მე-8, მე-9 კლასების მოსწავლეებმა, კი „მიკროპლასტმასა ღრუბლებში“ გამართეს. მათი ხელმძღვანელი მ. ჩხიკვაძე გახლდათ.
მოსწავლეებმა ნახეს და განიხილეს სამეცნიერო ცდა, ასევე მეექვსე კლასის მომზადებული ვიდეორესურსი - „იკროპლასტმასა გარემოში". აქტივობის ხელმძღვანელი თამარ შელეგია იყო.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ფიზიკის გაკვეთილზე ააწყვეს TOX-ის მიერ მიწოდებული რესურსი - „ნათურა გენერატორის" მოდელი. ხელსაწყოს მოქმედების პრინციპი კი, ახსნეს კონფერენციაზე. ღონისძიების ბოლოს, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, შემდეგ თემებზე:
1. მე რომ გამომგონებელი ვიყო?
2. პრაქტიკაში გამოყენებული სენსორები?
პროექტი განხორციელდა ეკოკლუბის ფარგლებში და განახორციელეს გუნდ „ინოვაციების" წარმომადგენლებმა.
იხილეთ ფოტოები: