წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, ისტორიული ადგილები მოინახულეს 
18-11-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეები პროექტის ფარგლებში - „გააცოცხლე ისტორია ჩემს სკოლაში“ ამავე კუთხის ისტორიულ ადგილებს ესტუმრნენ. მათ მოინახულეს აგარების მამათა მონასტერი და სოფელ მუსხის ხალხური რეწვის სკოლა-მუზეუმი.

მოსწავლეებმა ეთნოგრაფიის როლი „მოირგეს“ და ამ კუთხის ისტორია, ეთნოგრაფია, ტრადიციები შეისწავლეს. მათ პარალელები გაავლეს თანამედროვე ეპოქის კულტურასა და ტრადიციებთან. 

„პროექტის წყრუთის საჯაროს სკოლის პედაგოგება ინტეგრირებული მიდგომით განახორციელეს. წამყვანი პედაგოგები გახლდათ: თ. კურტანიძე, ნ. კაჭკაჭაშვილი, მ. გინოსიანი და ხ. ხითარიშვილი. გაერთიანებული იყო ქართული როგორც მეორე ენის, ბილინგვულის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის საგანთა ჯგუფები“,- ამბობენ სკოალში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203