ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასკოლო ცხოვრების საინტერესო აქტივობებით გამრავალფეროვნებას.
მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნის მიზნით სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო შეხვედრები და ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე იზეიმეს, რომელსაც მერვე კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიება მიუძღვნეს.
მსწავლეებმა გაკატიონის ბიოგრაფია გაიხსენეს და მისი შემოქმედება კიდევ ერთხელ „გააცოცხლეს“, მის დიდი ღვაწლსა და როლზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო სოლომონიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: