წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ძველ მესხურ კულინარიას გაეცნენ
18-11-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „ჩემი ორიგინალური პური და ყველი“ გაიმართა. მისი მიზანი იყო მოსწავლეებს შესაბამისი მასტერკლასის ფარგლებში, უკეთ გაეცნოთ ძველი მესხური კულინარია, კერძების მომზადების წესები და ტრადიციები. მათ ყველა დეტალი ვიდეოკადრებად შეკრიბეს, რომელიც მომავალში ისტორიად დარჩება ამ სკოლას.

პროექტი წყრუთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა-  თინათინ კურტანიძემ, ნატო კაჭკაჭაშვილმა, ხათუნა ხითარიშვილმა განახორციელეს.

„სკოლაში არაფორმალურ განათლებას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, რათა მოსწავლეებმა უკეთ შეისწავლონ ქართული ენა, ჩვენი კუთხის ისტორია, ტრადიციები და ხელი შეუწყონ სწავლა-სწავლების პროცესს. გაითვალისწინონ საკუთარი პასუხისმგებლობა ჩვენი კუთხისა და ქვეყნის წინაშე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203