უჩხოს საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა გალაკტიონ ტაბიძის პოეზია გააცოცხლეს
18-11-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება მრავალფეროვანი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან. 

ამჯერად, მეცხრეკლასელებმა დიდი ქართველის - გალაკტიონ ტაბიძის  133-ე დაბადების დღე საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა მისი უკვდავი პოეზია „გააცოცხლეს“, ისაუბრეს მის ბიოგრაფიასა და იმ დიდი ღვაწლზე, რაც ქართული ლიტერატურისთვის გაიღო. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მაწავლებელი ნანა აბულაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203