ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
იქ მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ და ქართულ ენაზე ღონისძიება -„შემოდგომის ფესტივალი ჩემს სოფელში“ გამართეს. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო და გამორჩეული ლექსები ორივე ენაზე მოიძიეს.
მათ სახალისო აქტივობები და შემოდგომასთან დაკავშირებული დავალებები ინგლისურ ენაზე შეასრულეს. პროექტის დასასრულს, მოსწავლეებმა საკლასო ოთახში თავიანთი ხელით მომზადებული სხვადასხვა დეკორაცია მიიტანეს, კლასი გააფორმეს და დასკვნითი ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა- არამ ვარდანიანმა, მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს ღონისძიების ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას, ღონისძიების მაღალ დონეზე მომზადებისა და აქტიური ჩართულობისთვის.
„ბოლოს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოკლე ფილმი, რომელიც ასახავდა შემოდგომის ბარაქის და ჭირნახულის აღების საკუთარ გამოცდილებას. ჩანდა, როგორ მონაწილეობენ ისინი საოჯახო საქმეებში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: