რუსთავის N23 საჯარო სკოლაში სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია მოეწყო.
აქციაში მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სკოლის დირექცია და ტექნიკური პერსონალი მონაწილეობდა.
მოგვიანებით აქციას შემოუერთდნენ ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსწავლეებთან ერთად სკოლის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დარგეს.
იხილეთ ფოტოები