საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-4 - მე-5 კლასელთა პოეზიის საათი გალაკტიონის შემოქმედებას მიეძღვნა
20-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეებში ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია მეტად აქტუალური თემაა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ირინე კვანჭიანმა, გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი ინტერესის გაღრმავებისა და მისი ლექსების პოპულარიზაცის მიზნით, მეოთხე და მეხუთე კლასებში ჩააატარა პოეზიის საათი.

ამგვარი აქტივობა ხელს უწყობს მხატვრული კითხვის კულტურის განვითარებასა და  ლექსების დასწავლას. ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.

პოეზიის საშუალებით, მოსწავლეებში ემოციისა და  შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება ხდება.

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი შესწავლა ხელს უწყობს მოსწავლეების კულტურული იდენტობის განმტკიცებას. 

ლექსების ანალიზი - თემატიკის, იდეების, ენობრივი საშუალებების განხილვა და  პირადი შთაბეჭდილებების გაზიარება გაკვეთილს უფრო ინტერაქტიულსა და მნიშვნელოვანს ხდის. აქედან გამომდინარე, ლექსების წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა, პედაგოგის დახმარებით შეძლეს ილუსტრაციების პრეზენტაციების სახით  წარმოდგენა. ამგვარი კოლაბორაციები საშუალებაა უფრო ღრმად გაიაზრონ წაკითხული და გამოხატონ საკუთარი აზრები. შეძლონ განხილვა, თუ რითი არის აქტუალური გალაკტიონ ტაბიძის პოეზია დღევანდელ სამყაროში.

გალაკტიონ ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი საგაკვეთილო პროცესი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების პოეზიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203