თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, პოფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობთ სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლის სომხური სექტორის IV კლასის მოსწავლეები დამრიგებელის - მარიამ კარაპეტიანისა და საგნის მასწავლებელის - ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით სკოლის ბიოლოგიის კაბინეტს ესტუმრნენ.
გაკვეთილი თემაზე - „ხერხემლიანი ცხოველები“, პედაგოგ ხათუნა მირველაშვილის მხარდაჭერითა და მასპინძლობით ჩატარდა.
მაკეტებისა და თვალსაჩინოებების საფუძველზე, საინტერესო აქტივობებმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.
რგორც სკოლაში გვიყვებიან, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოსწავლეებმა საინტერესო გაკვეთილისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს მასპინძელ მასწავლებელს.
იხილეთ ფოტოები: