თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც თავიანთი შემოქმედებითი უნარებით სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს აძლევს.
ამჯერად, მოსწავლეები დღესასწაულს - „ერეკლეობა 2024“, შეუერთდნენ და ანსამბლ „ფერხისასთან“ ერთად მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყვეს.
მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებულმა ახალგაზრდებმა ეს დღე მეტად შთამბეჭდავი გახადეს და მსმენელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლს გიორგი ბაზერაშვილის ხელმძღვანელობს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: