„მასწავლებელი მოსწავლისთვის უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნის წყარო, არამედ ემოციური მხარდამჭერი“ - ლამარა თელიაშვილი, ანის საჯარო სკოლის პედაგოგი  
18-11-2024

ლამარა თელიაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა, რომელსაც თავის მოსწავლეებთან ერთად პროდუქტიულად იყენებს და ზრუნავს, რომ შექმნას ეფექტური სასწავლო გარემო, სადაც ყველას წინსვლის ამბიცია ექნება. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედგაოგ ლამარა თელიაშვილთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ისეთ გარემოს სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობა დაფუძნებულია  პატივისცემასა და მხარდაჭერაზე, ხელს უწყობს ბავშვების სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ავითარებს მათ თვითშეფასებას და თვითრეალიზაციის ყველა იმ უნარს რომელიც მათ დაეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- პატივისცემა და მუდმივი კომუნიკაცია, ეს გულისხმობს როგორც მოსწავლის ასევე მასწავლებლის, ურთიერთაგაგებას,  ნებისმიერ  სასწავლო საგანმანათლებლო  წამოწყებაში მხარდაჭერას. მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლისთვის არა მხოლოდ ცოდნის წყარო, არამედ რჩევების მიცემის, ემოციური მხარდაჭერისა და გრძელვადიანი ურთიერთობისთვის მენტორი. მოსწავლე კი უნდა გრძნობდეს, რომ მისი აზრი და ემოციები მნიშვნელოვანია, რომ მას უსმენენ ითვალისწინებენ  მის აზრს.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი ყოველთვის გრძნობენ პასუხისმგებლობას  საკუთარ სწავლასა და პიროვნულ განვითარებაზე   მათ აქვთ დიდი მოტივაცია, გონიერება და შემართება, რაც ეხმარება მათ გამოწვევების დაძლევაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში. ისინი ყოველთვის მზად არიან ერთმანეთს დაეხმარონ,შექმნან პოზიტიური სასკოლო გარემო, რაც მთავარია ყოველთვის ცდილობენ გადადგან ნაბიჯი თვითგანვითარებისაკენ.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ყველა წევრის (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სკოლის პერსონალი) ერთიანობას, თანამშრომლობას და საერთო მიზნების მისაღწევად ზრუნვას. ეს არის ერთმშტად შეკრული საზოგადოება, რომლის თითოეული წევრი  გრძნობს პასუხისმგებლობას, პატივს სცემს ერთმანეთს და ერთად მუშაობს სკოლის და მისი წევრების წარმატებისთვის.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი მოსწავლეები, ვინაიდან მჯერა, რომ ყოველი დღე ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს  ამიტომაც  ვცდილობ ჩემი გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო მოსწავლეებს, რათა მათ უკეთესი მომავალი შექმნან. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- „პატარა პრინცი“, ეს წიგნი  ჩემთვის  არამხოლოდ ზღაპარი, არამედ ღრმა ფილოსოფიური მოთხრობაა, რომელიც სიკეთეს, სიყვარულსა და მეგობრობას ეხება. მასში გამოსახულია ბავშვური უბრალოება, რომელიც სამყაროსა და ადამიანებს სხვა თვალით უყურებს. „პატარა პრინცი“, ვფიქრობ, მოსწავლეებს ასწავლის რამდენად ლამაზი და ამავდროულად მძიმეა ჩენი ცხოვრება.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა..

- დედაენის დღე, როდესაც  მთლიანად სასკოლო საზოგადოება. ჩვენი ენისა და კულტურის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ვიაზრებდით. სიმღერების, ლექსების, თეატრალიზებული წარმოდგენების საშუალებებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203