ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისთვის, ისინი დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ შეჯიბრში და ერთმანეთს დამაჯერებელ კონკურენციას უწევდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატს მასწავლებელი ნარგიზ ჯაში ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: