თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და სპორტით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებას, რომ თავიანთი შესაძლებლობები ფართო ასპარეზზე წარმოაჩინონ.
საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე I ადგილი მოიპოვეს ნატალი და ელენე იარაჯულებმა, ხოლო, III ადგილი სალომე იარაჯულმა დაიკავა.
მოსწავლეების წარმატებით ამაყია მშობლიური სკოლა, ულოცავს მათ ამ მიღწევას და წარმატებას უსურვებს.
„გილოცავთ, ამ დიდ წარმატებას, ბავშვებო!
კიდევ მრავალჯერ ასახელეთ ჩვენი სკოლა, სოფელი და ქვეყანა!“, - ამ სიტყვებით მიულოცეს სკოლაში მოსწავლეებს მიღწეული შედეგი.
იხილეთ ფოტოები: