თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავის აღსანიშნავი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძეიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, წაიკითხეს ილიას ლექსები, ასევე, შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიება საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებისთვის დღე დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო, ისინი კიდევ ერთხელ ეზიარნენ დიდი საზოგადო მოღვაწის შემოქმედებას და გაიაზრეს, თუ რა დიდი როლი აქვს ქართველი ხალხის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
იხილეთ ფოტოები: