ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის მკითხველთა კლუბმა დიდი პოეტსა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნა. კლუბის ხელმძღვანელის - ზეინაბ ივანიძის შესავალი სიტყვის შემდეგ, კლუბის წევრებმა ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი სლაიდ შოუ, სტენდი და სპეციალური გაზეთი სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.
მათ წაიკითხეს ლექსები, ასევე ამონარიდები „მგზავრის წერილებიდან“ და „კაცია ადამიანის?!“ მიხედვით, სცენები დადგეს.
ღონისძიებაში კლუბის წევრები: ლუკა ივანიძე, ნიკოლოზ ივანიძე, ლიზი ივანიძე, ნინი ივანიძე, მანანა ივანიძე, თათია ივანიძე, ვიკა ივანიძე და გივი დიასამიძე აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ კლუბის ხელმძღვანელისგან მადლობა დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: