ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესს მეტად მრავალფეროვანს ხდის საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი ღინისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, 15 ნოემბერს გამართული საშემოდგომო ღონისძიება, რომელიც სასკოლო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით გაიმართა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხე თავისი კულტურით და ისტორიით, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათი ტრადიციები.
კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე იყო პირველ კლასში, სადაც მასწავლებელმა, მზია მეფარიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „გზად ია-ვარდი დაჰფინეთ აბანი მობრძანდებაო“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებმა ქართული ანბანის სწავლაც დიდი ზარ-ზეიმთ დაიწყეს, ჰქონდათ სახალისო აქტივობები და მიწვეული ჰყავდათ სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მშობლები.
იხილეთ ფოტოები: