უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭრილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობენ და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.
ახლახან, სკოლის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდი „ბომბდამშენი“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გახდა.
გუნდმა მეტოქე 4-1 დაამარცხა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ შემდგომ გამარჯვებას უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო: