ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს და პედაგოგთა საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-2 კლასში მათემატიკის სახალისო გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ.
„ჩვენ უკვე ვაორმაგებთ დიდ რიცხვებს“, - ამ დევიზით, მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებზე იმუშავეს, ახალი მასალა მხიარულად შეისწავლეს და პედაგოგთან ერთად კიდევ ერთი საინტერესო დღე გაატარეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი სოფიკო გულუა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო: