ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღე. მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ ღვაწლსა და საოცარ თავდადებაზე. შეხვედრას ესწრებოდა სქურის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის დეკანოზი თომა კალანდია.
„ჩვენ ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუდგია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ესეა, ამის საბუთი თვალწინ გვაქვს. რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორი ათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის?! რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენის ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედგა?!“ ერის საკურთხეველში კიდევ ერთ მაგარ ქვად არის ჩაკირული ხსენება ქრისტიანობისათვის თავდადებული 100 000 ქართველი მოწამისა, რომლის დავიწყება ერს სიკეთეს არ მოუტანს. დიდ მამულიშვილთა თავდადებას მიეძღვნა შეხვედრა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს 100 000 მოწამის ხსენების დღეს.
იხილეთ ფოტოები: