ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა შემოდგომის სიუხვესა და მრალფეროვნებას ღონისძიებათა სერია მიუძღვნეს.
სკოლაში „შემოდგომის კვირეული“ გაიმართა.
კვირეულში მოსწავლეები დიდი შემართებით ჩაერთნენ, წელიწადის ამ ულამაზესი სეზონის ფერადოვნებას სიმღერებითა და ლექსებით შეასხეს ხოტბა, აღნიშნეს თუ რაოდენ ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ ხუცუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, არამედ მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი ბავშვებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ, რაც მოწაფეთა შესაძლებლობებზე აისახება.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: