განათლების მინისტრის 5 მოადგილის ვინაობა ცნობილია. სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ალექსანდრე წულაძის მოადგილეები არიან: თამარ მახარაშვილი, გელა გელაძე, ბაია კვიციანი, გიორგი ჯინჭარაძე და ანა მღებრიშვილი.
თამარ მახარაშვილს 1995-1998 წწ. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეული ფილოლოგიის განხრით;
2022 წლიდან მუშაობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ; არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ებრაული ენის ლექტორი; იყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი; თამარ მახარაშვილი არის ებრაულ ენაზე გამოცემული „დედა-ენის“ ავტორი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მიხედვით, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის შეიქმნა.
გელა გელაძეს დამთვრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არის სამართალმცოდნეობის მაგისტრი; 2023 წლიდან დღემდე გახლავთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, 2018-2023 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, ხოლო 2016-2018 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ხელმძღვანელობდა სამმართველოს.
ბაია კვიციანს 2012-2014 წლებში დამთვრებული აქვს ლონდონის რიჯენთსის უნივერსიტეტი, ევროპის ბიზნეს სკოლა, აქვს მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში, ხოლო 2003-2007 სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.
იყო საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე; კულტურის კომიტეტის წევრი; გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი;
გიორგი ჯინჭარაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, აქვს მაგისტრის ხარისხი, 2023 წლამდე იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე; იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე; აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციული ოფიცერი; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; საქართველოს ანალიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი; სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საბანკო დაზღვევის გაყიდვების ანალიტიკოსი; „თიბისი“ ბანკის საკრედიტო ექსპერტი.
ანა მღებრიშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, არის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, არის მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ექსპერტი მართლმსაჯულების ხარისხის მიმართულებით; იყო თბილისის სააპელაციო სასამართლო, ბიუროს უფროსი, ასევე ანალიტიკური სამსახურის უფროსი და კონსულტანტი საერთაშორისო სტანდარტების და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების დარგში