თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი, შემეცნებითი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება - „ილია უკვდავია“, 8 ნოემბერს, სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის კათედრამ ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებისთვის ილიას ცხოვრება-მოღვაწეობის გაცნობა და კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა თუ რამდენად დიდი კვალი დატოვა ქართულ ლიტერატურაში და რა დიდი გავლენა იქონია ქართველი ხალხის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციისას მოსწავლეებმა ისაუბრეს ილიას ბავშვობის, სტუდენტობისა და ცხოვრების ძირითად ორიენტირებზე. კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ილიას, როგორც მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის ღვაწლს, იდეებს, რომლითაც უნდა საზრდოობდეს ყველა დროის ქართველი.
იხილეთ ფოტოები: