ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადახვა კონკურსსა და არაფორმაური განათლების პროექტში ახალისებენ და საგნობრივ ცოდნასთან ერთად მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.
ქართულ-ევროპულ სკოლა სორნატში“ 23 ოქტომბერს ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტური.
სკოლამ სამივე ასაკობრივ კატეგორიაში წარმოადგინა გუნდები. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იასპარეზეს და წარმოაჩინეს თავიანთი ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარები.
გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან შემდეგ ეტაპს.
„მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს გაწეული შრომისათვის!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: