ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა შემოქმედებითი სახის აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, თვითმმართველობის ჩართულობითა და V-XII კლასების მონაწილეობით ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიება „შემოდგომა ჩემს სოფელში“.
ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: