ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პირველკლასელებს მასწავლებელმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
21-11-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი სავსეა საგანმანათლებლო თავგადასავალებით. პედაგოგები პატარების სასწავლო შემართებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მათ შემეცნებითთან ერთად სახალისო გაკვეთილებს სთავაზობენ. 

პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში ახლახან შეაბიჯეს. ანბანის წავლის დაწყება კი პირველმა მასწავლებელმა მზია ბარამაძემ ზეიმად უქცია. პედაგოგმა მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო, არაერთი სასწავლო რესურსი გააცნო და საანბანო პერიოდის დაწყება ბუშტებით, დიდი ზარ-ზეიმით მიულოცა. 

„დღეს, თქვენ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეთ და ეზიარეთ ქართული სიტყვის ტკბილხმოვანებას, დღეიდან იწყება თქვენი მოგზაურობა წიგნების სამყაროში. გილოცავთ და გისურვებთ უამრავ წარმატებას,სიყვარულით თქვენი პირველი მასწავლებელი“,- დიდი სიყვარულით მიმართა მზია ბარამაძემ მოსწავლეებს და წიგნიერების სამყაროში პირველი დაბიჯები დაულოცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203