გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის მოსწავლეებმა ახლახან დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
მე-7 ბ კლასის მოსწავლეებმა დავით გარეჯის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
მოსწავლეებმა შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს და საზოგადოებას ბუნების დაცვისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები: