განათლების ევროპელმა მკვლევრებმა შეადგინეს მასწავლებლების მიერ დაშვებული 8 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომის ჩამონათვალი. ესენი გახლავთ:
ნიშნების მკაცრად წერა - დაბალი ნიშნები აყალიბებს ბავშვებში ნეგატიურ დამოკიდებულებას საგნის მიმართ, ამიტომ ევროპელ პედაგოგებს მოუწოდებენ, ოდნავ წაახალისონ მოსწავლეები.
მაღალი ტონით საუბარი მოსწავლეებთან - ყვირილი ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს ბავშვებს, რაც მათ აკადემიურ მიღწევებზეც აისახება.
მოთხოვნა - „მხოლოდ ასე და არა სხვაგვარად“ - თუ ბავშვს არ შეუძლია უფროსის მოთხოვნის შესრულება, ის ითრგუნება, ამიტომ მოსწავლეებთან საჭიროა ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება.
„ძალიან ბევრი ფურცელია“ - ეცადეთ მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობები შესთავაზოთ მოსწავლეებს რათა ისინი არ მიეჩვიონ შაბლონური დავალებების შესრულებას.
ემოციების გავლენა - არ დაუშვათ გაიჩინოთ საყვარელი მოსწავლეები და არასოდეს გამოავლინოთ საკუთარი განწყობები მოსწავლეების წინაშე.
უპატივცემულობა მოსწავლეების მიმართ - მათი შეცდომებისა და გადაცდომების საჯაროდ, თანატოლების წინაშე განხილვა დაუშვებელია.
ფიზიკური კონტაქტის არარსებობა გაკვეთილის მიმდინარეობისას - თუ მასწავლებელი მთელი გაკვეთილის მიმდინარეობისას ბავშვებთან დისტანციას იცავს, მისი საგანი უინტერესო ხდება.
წესები მხოლოდ მოსწავლეებისთვისაა - თუ თქვენ, როგორც პედაგოგს გაქვთ წესები და მათ მოსწავლეები უნდა დაემორჩილონ, გაითვალისწინეთ, თავად მოგიწევთ მათი დაცვა.