სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
24-11-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა. დოკუმენტი ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 25 წლამდე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც:

ა) სწავლობენ საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე, არიან დედ-მამით ობოლი,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ან/და  სოციალურად დაუცველი (100 000 ქულის ჩათვლით) ოჯახებიდან, სასწავლო პროცესში თვეში -100 ლარის ოდენობით;

ბ) სწავლობენ საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (მთლიანი სარეიტინგო 90 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით) სემესტრული დაფინანსება - 500 ლარის ფარგლებში, შშმპ შემთხვევაში - 700 ლარის ფარგლებში (ბიუჯეტი 30 000(ოცდაათი ათასი) ლარი, სულ - 70 სემესტრული განცხადება).



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203