თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებით წარმოადგინეს.
15 ნოემბერს, მეორე კლასში (ხელმძღვანელი მაია ფანჩულიძე) საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით - „მადლიანმა შემოდგომამ კარი ტკბილად გაიხურა“.
მოსწავლეებმა მასწავლებლისა და მშობლების დახმარებით საგულდაგულოდ მორთეს სცენა კვირეულის ფარგლებში დამზადებული ნაირფერი დეკორაციებით.
პატარებმა წარმოთქვეს ლექსები ბარაქიან შემოდგომაზე, უმღერეს ფარფატა ფოთლებსა და ბებოს ტკბილ ჩურჩხელებს. ბოლოს შეგროვილი ხილი და სასუსნავი ჩამოურიგეს იქ მყოფ საზოგადოებას და ასე ტკბილ და მხიარულ ნოტაზე დაემშვიდობნენ შემოდგომას.
იხილეთ ფოტოები: