„ოქროსფერი შემოდგომა“ - ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა ლამაზი სანახაობა 
19-11-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლაში, IV კლასის მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, შთამბეჭდავი ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა.

საშემოდგომო ღონისძიებას მასწავლებელი მანანა ლაბაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„რა ჯობია შემოდგომას,

საწნახელზე შემოდგომას?!

ჩურჩხელებით სავსე ძელებს,

ციცქნა გულებს რომ გვიძგერებს“, - აღნიშნული ლექსი გაჟღერდა ღონისძიებაზე.

ამ დღით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

„სასიამოვნო მოსასმენი იყო პატარების არაერთი ლამაზი ლექსი ოქროსფერ შემოდგომაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203