ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა კინოხელოვნებით დაინტერესებასა და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.
8 ნოემბერს, სკოლის კინოკლუბის პირველი ჩვენება მოეწყო. შეკრებას კლუბის წევრთა უმრავლესობა ესწრებოდა.
მოსწავლეებმა უყურეს ტელე-თეატრს - „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოდგა.
ჩვენების შემდეგ გაიმართა ფილმის განხილვა. ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი მის შინაარსთან დაკავშირებით, გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები, შეადარეს ერთმანეთს მოთხრობა და ტელე- სპექტაკლი.
იხილეთ ფოტოები: