ალასტანის საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა თემაზე - „ტოლერანტობა“, საინტერესო ღონისძიება გამართეს
19-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და კაცთმოყვარეობას, შემწყნარებლობას ასწავლიან. 

16 ნოემბერს სკოლაში, პედაგოგ  კარინე ადამიანის ხელმძღვანელობით გაიმართა ღონისძიება, რომლის თემა იყო - ტოლერანტობა.

ღონისძიებაში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ტოლერანტობის არსი და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გაიაზრეს და საზოგადოებასაც შემწყნარებლობისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203