ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში, მარკ ტვენის - „ტომ სოიერის თავგადასავალი“ მიხედვით საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განსაკუთრებით შთამბეჭდავი და შემეცნებითი იყო ინსცენირების ნაწილი, სადაც მოსწავლეებმა რომანის პერსონაჟების როლები მოირგეს. ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
პრეზენტაციას პედაგოგი ირინა მელაძე ხელმძღვანელობდა.
ეს დღე ძალიან ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: