ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-6 ა კლასის მოსწავლეები დამრიგებლის - ნ. მაკალათიას და ბიოლოგიის პედაგოგის დ. კუჭუხიძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპორტო-კრიმინალუსტურ დეპარტამენტს ესტუმრნენ.
კრიმინალისტური დეპარტამენტის ექსპერტები მოსწავლეებს „დნმ-ის, თითების ანაბეჭდის“ მეთოდის შესახებ ესაუბრნენ. მათ ასევე დაათვალიერებინეს ქრომატომსპექტომერის აპარატი, რომლის საშუალებით ხდება მავნე ნივთიერებების აღმოჩენა და ანალიზი.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: