ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ ბერიძე იუბილარია. ხელმძღვანელი სკოლის საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება - ზრუნავს, მოსწავლე-მასწავლებელთა განვითარებასა და განათლებული, ერუდირებული და წიგნიერი თაობის აღზრდაზე. შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს. სკოლაში განსაკუთრებულად აფასებენ მის ღვაწლს და დაბადების დღეს დიდი სიყვარულით ულოცავენ.
„ღირსეულ ქართვლსა და პატრიოტს, პროფესიონალსა და კეთილშობილ ადამიანს ბატონ ნოდარ ბერიძეს დღეს 60 წელი შეუსრულდა. იგი 2002 წლიდან დღემდე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლის დირექტორია და დღემდე ამ საქმიანობას დიდი სიყვარულით და მონდომებით აგრძელებს.
იგი მოზარდი თაობებისა და პედაგოგების დიდი სიყვარულით სარგებლობს, ამიტომ აწყვიტის საჯარო სკოლა ულოცავს ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს და უსურვებს უამრავ წარმატებას, როგორც პირად ისე პროფესიულ საქმიანობაში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
etaloni.ge უერთდება მილოცვას და ბატონ ნოდარ ბერიძეს უსურვებს კიდევ მრავალი განათლებული და ღირსეული თაობა აღეზარდოს.