ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, 7ბ კლასში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდა კონკურსი - „რა? სად? როდის?“, თემა კი გახლდათ - „ხელოვნება ჩვენ ირგვლივ“.
როგორც სკოლაში აფასებენ, კონკურსი მეტად საინტერესოდ წარიმართა, წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი აქტივობები: გუნდების წარდგენა; კითხვები გუნდებსა და ერთმანეთს; ბლიც კითხვები კაპიტნებს; კროსვორდის შევსება...
აღსანიშნავია, რომ შთამბეჭდავი იყო პრაქტიკული სამუშაოს შესრულება და პრეზენტაცია, ასევე ფაზლის (ფიროსმანის „მეთევზე“) აწყობა და სხვა.
კონკურსში მონაწილეობდნენ მშობლებიც, შედეგებს კი, აჯამებდა ჟიური. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა აქტივობებს შორის შესრულებულმა მოსწავლეთა ცეკვებმა და მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა.
იხილეთ ფოტოები: