ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში ბანკირის დღე აღინიშნა.
VIII კლასის მოსწავლეები შემოქმედებითი მათემატიკური აქტივობოთ გამოეხმაურნენ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარუღთაბ დაკავშირებულ და მასთან ინიცირებულ ბანკის დღეს.
მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, რომელშიც ხაზგასმულია ილია ჭავჭავაძის როგორც საზოგადო მოღვაწის უდიდესი ღვაწლი ქართული საადგილმამულო „სათავადანაურო“ ბანკის დაარსების საქმეში.
მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რაც ეროვნული ბანკის დაარსებას მოჰყვა და დღესაც აქტუალურია საქართველოს ეკონომიკის წინსვლისა და მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ წარმოადგინეს ფინანსური მათემატიკის რეალური ტრანსფერი, განიხილეს და გააანალიზეს ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე ამოცანა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მათემატიკის მასწავლებელი ნინო ბირჩაძე.
იხილეთ ფოტოები: