ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პირველკლასელები ღვინის დაყენების წესებს გაეცნენ  
19-11-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი, ინფორმაციული, შემეცნებითი და იმავდროულად სახალისო აქტივობებით გაჯერებული. 

ამჯერად,  I კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან და მშობლებთან ერთად „მათეს მარანს“, ესტუმრნენ.

მასპინძელმა მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესოდ ისაუბრა ქართული ყურძნის ჯიშებზე, პატარებმა დაათვალიერეს სამარნე ინვენტარი და გაეცნენ ღვინის დაყენების წესებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სტუმრობა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა პატარა ხელებით სათუთად ამოავლეს ჩურჩხელები და დააგემოვნეს სახელდახელოდ მომზადებული ფელამუში.

„გაიხარეთ პატარებო, ბედნიერი და დაუვიწყარი წუთები ერთად შევაგროვოთ... გაგიმრავლდეთ სიკეთითა და სიხარულით სავსე დღეები“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი მარინე სილაგაძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203