ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში განსაკუთრებით აფასებენ პედაგოგებს, მათ შრომასა და ღვაწლს.
ცხადია, სკოლაში მასწავლებლის დღეც არ ჩაივლიდა აღნიშვნის გარეშე, მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ემოციური ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა მრავალეროვანი ნომერებითა და შთამბეჭდავი სანახაობით, საყვარელ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს და მათ მიმართ დიდი პატივისცემა გამოხატეს.
ღონისძიები ემოციებით სავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები: