დაბა თიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების კონკურსში წარმატებას მიაღწიეს
15-06-2018
საერთაშორისო ასოციაცია „არსიანმა“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად მე-9 და მე-12 კლასების მოსწავლეთათვის სამოქალაქო განათლებაში კონკურსი გამოაცხადა.   

სახელწოდება-„დამოუკიდებლობა თავისუფლებისთვის“ გახლდათ.  

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა: თამარ ზვიადაურმა და ნინო გედეშურმა. მათ კონკურსის ორივე ეტაპი წარმატებით გაიარეს. თამარ ზვიადაურმა 33 ქულით მე-3 ადგილი მოიპოვა და დიპლომი და ფასიანი საჩუქრები დაიმსახურა, ასევე, დიპლომი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა ნინო გედეშურსაც, რომელმაც 31 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილი დაიკავა.   

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203