ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთი ცოდნა ფართო ასპარეზზე წარმოაჩინონ.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ცოდნა წარმოაჩინეს და ერთმანეთს ინტელექტში შეერკინნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების მხარდაჭერას, რომ კონკურენტუნარიან გარემოში თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ და მუდმივად წარმატებისკენ ისწრაფოდნენ.
იხილეთ ფოტოები: