„ჩვენი საყვარელი საბავშვო მწერალი“ - რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედება გააცოცხლეს
20-11-2024

ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობა გამართეს. 

მოსწავლეებმა აქტივობას - „ჩვენი საყვარელი საბავშვო მწერალი“, დაარქვეს და ისაუბრეს იმ მწერალზე, რომელმაც უამრავ ბავშვს აჩუქა ფერადი სამყარო, ამ სამყაროში მეგზურობა გაუწია და შექმნა პერსონაჟები, რომლებიც დავიწყებას არასდროს მიეცემიან. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი, გოგონებმა უკვდავი, ყველასთვის საყვარელი და სახასიათო პერსონაჟის - პეპის როლი მოირგეს და ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე იზეიმეს. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მწერლის ცხოვრება და „გააცოცხლეს“ მისი შემოქმედება. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203