სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ზარ-ზეიმით დაიწყეს 
21-11-2024

ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯეს. 

„გზად  ია ვარდი დაჰფინეთ ანბანი მობრძანდებაო“ - ამ შემართებით მასწავლებელმა მოსწავლეებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. 

პედაგოგმა მოსწავლეები სახალისო აქტივობებში ჩართო, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები შესთავაზა და საანბანო პერიოდის დაწყება პატარებს დიდი ზარ-ზეიმით, ფერადი ბუშტებით მიულოცა. 

აღსანიშნავია, რომ სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, რაც ბავშვების სასწავლო შემართებაზე აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203