„ტანადობის დარღვევები მოსწავლეებში“- მესტიის N3 სკოლის მე-8 კლასელებს ბიოლოგიისა და სპორტის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
19-11-2024

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიურად იმართეაბა საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები, განსახილველი თემები კი, საზოგადოებაში აქტუალური საკითხები და გამოწვევებია. 

ამჯერად, სკოლაში ბიოლოგიისა და სპორტის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარადა, რომლის თემაც - „ტანადობის დარღვევები მოსწავლეებში“, გახლდათ. 

პროექტის ფარგლებში, სკოლაში, მოსწავლეებმა და პედაგოგმა - ლია ლეგაშვილმა პრეზენტაციები წარადგინეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ბროშურები ტანადობისა და ბრტყელტერფიანობის დარღვევის პრევენციისთვის.

ფიზიკური აქტივობის როლზე და მის მნიშვნელობაზე ტანადობის სწორ განვითარებაში, ისაუბრა სპორტის პედაგოგმა ლია ლეგაშვილმა.

შიდასასკოლო, საგანმანათლებლო შეხვედრის ბოლოს მსმენელებს დაურიგდათ ბროშურები.

აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიის თემების პრეზენტატორები - მარიამ ჯინჭარაძე და ანა ნაკანი იყვნენ. 

სკოლაში საინტერესო შეხვედრისთვის მადლობას უხდიან დარე გაზდელიანს და ლია ლეგაშვილს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203